ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუზე - რასაც ის აკეთებს, შეცდომაა - არ ვეთანხმები

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიდგომას აკრიტიკებს და შეცდომად აფასებს.

„კარგი, გეტყვით, ვფიქრობ, რასაც ის აკეთებს, შეცდომაა. არ ვეთანხმები მის მიდგომას. ვფიქრობ, რომ აღმაშფოთებელია ის, რომ ამ ოთხ, სამ მანქანას დაარტყეს დრონები და გამოიყვანეს გზატკეცილიდან, რომელიც არც საზღვრის გასწვრივ იყო და სადაც არც კოლონა მოძრაობდა“, - აღნიშნა ბაიდენმა ტელეარხ Univision-თან ინტერვიუში, როდესაც ის საუბრობდა World Central Kitchen-ის ავტომობილებზე ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე, რასაც ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ისრაელს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდეს და რომ ჰუმანიტარული დახმარების არ გაგზავნას გამართლება არ აქვს.

„რასაც მე მოვუწოდებ არის ის, რომ ისრაელელებმა უბრალოდ მოითხოვონ ცეცხლის შეწყვეტა, დაუშვან მომდევნო ექვსი, რვა კვირის განმავლობაში ქვეყანაში შესული საკვებსა და მედიკამენტებზე სრული წვდომა. ვისაუბრე ყველასთან, საუდელებიდან დაწყებული იორდანიელებით და ეგვიპტელებით დამთავრებული. ისინი მზად არიან, შეიტანონ საკვები პროდუქტები და ვფიქრობ, რომ ამ ადამიანების სამედიცინო და საკვები საჭიროებებით არ დაკმაყოფილებას გამართლება არ აქვს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია