უკრაინის რადა მობილიზაციის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს

უკრაინის უმაღლესი რადა დღეს მობილიზაციის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განხილვას დაიწყებს, მაგრამ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტმა მისგან ამოიღო დებულება სამხედრო მოსამსახურეების დემობილიზაციისა და როტაციის შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დემობილიზაციის შესახებ პუნქტის კანონპროექტიდან ამოღება ინიცირებული იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკის უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვისთვის გაგზავნილ წერილში, სადაც ის განმარტავს, რომ „კანონპროექტში გარკვეული დებულებები მოითხოვს უფრო დეტალურ ანალიზს და დამატებით შესწავლას“.

სირსკის წინადადებით, „სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების საკითხი, ისევე როგორც სამხედრო პერსონალის როტაციის საკანონმდებლო დონეზე შემოღება, ცალკე უნდა იყოს ნორმალიზებული სხვა კანონპროექტში განხილვით“.

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიმდინარე წლის 7 თებერვალს პირველი მოსმენით მიიღო მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი მობილიზაციის შესახებ. სხვა საკითხებთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებდა დებულებებს სამხედრო მოსამსახურეების დემობილიზაციის შესახებ. სახალხო დეპუტატებმა დოკუმენტში მეორე მოსმენისთვის 4 269 ცვლილება შეიტანა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის