შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. მაჩვენებელი იკვლევს დასაქმებულებს შორის სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფ პირთა წილობრივ დონეს.

როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ILO-ს შეფასებით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა დასაქმებულთა 2,28%-ი იყო, რაც ახალი ისტორიული მინიმუმია. პარტიის განმარტებით, გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 10 წელიწადში სამუშაო სიღარიბის დონე ორნახევარჯერაა შემცირებული, ხოლო 2012 წელთან შედარებით თითქმის სამნახევარჯერ.

„ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მაჩვენებლები 2000 წლიდან 2023 წლის ჩათვლით. ირკვევა, რომ საქართველოში სამუშაო სიღარიბის მკვეთრი შემცირება 2012 წლიდან იწყება. 2000-2003 წლებში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ იყო დასაქმებულთა 11 %, ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა 2004-2012 წლებში, რა დროსაც საშუალოწლიური თვალსაზრისით ყოველი მეათე დასაქმებული სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა იყო.

სიტუაცია არსებითად შეიცვალა 2013-2023 წლებში. ამ პერიოდში სამუშაო სიღარიბის დონე საქართველოში საშუალოდ 3,3%-ს გაუთანაბრდა და შესაბამისად, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ ყოველი ოცდამეათე დასაქმებული იყო. ბოლო, ანუ 2023 წლის მონაცემებით, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა დასაქმებულთა 2,28%-ა, ანუ საშუალოდ ყოველი 44-ე პირი, რაც საქართველოს ახალი ისტორიული მინიმუმია“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია