დიმიტრი ხუნდაძე - ევროპაში დამკვიდრებული პრაქტიკა თუ ჩვენთან დეპუტატების სანქცირების საფუძველი გახდება, როგორ უნდა ვიყოთ ევროპასთან ასოცირებული?! - შევეშვათ შიშებს, გავუძლოთ ზეწოლას და გავასაჯაროოთ „შავი ფული“

თავად ევროპაში დამკვიდრებული პრაქტიკა თუკი ჩვენთან დეპუტატების სანქცირების საფუძველი გახდება, მაშინ როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ ევროპასთან ასოცირებული, ან რა პრინციპი და პარტნიორული თანასწორუფლებიანობის ხარისხია, როცა დეპუტატს ემუქრებიან სანქციით, რომ თუ ის კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც უშუალოდ ხალხის წარმომადგენელია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით ის გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას, რომ „თვალყური გვადევნეთ, რა პასუხი იქნება ჩვენი მხრიდან“.

ხუნდაძის განცხადებით, უნდა შევეშვათ შევეშვათ შიშებს,გავუძლოთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და გავასაჯაროოთ „შავი ფული”, რომელიც სწორედ ასეთ ზეწოლებს ემსახურება.

„იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ყველაფერს რუსულს არქმევთ, ასეთ საკითხებზე გაგცემთ ევროპულ პასუხს, მაგალითად, რა თქვა მაკრონმა, საფრანგეთი არ არის ამერიკის ვასალი, საქართველოც არავის ვასალი არ არის. საქართველოს უნდა პარტნიორული ურთიერთობა და საქართველო იყენებს თავად ევროპაში დამკვიდრებულ პრაქტიკას. ამიტომ, ევროპაში დამკვიდრებული პრაქტიკა თუკი ჩვენთან დეპუტატების სანქცირების საფუძველი გახდება, მაშინ როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ ევროპასთან ასოცირებული, ან რა პრინციპი და პარტნიორული თანასწორუფლებიანობის ხარისხია, როცა კონკრეტულად დეპუტატს ემუქრებიან სანქციით, რომ თუ ის კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც უშუალოდ ხალხის წარმომადგენელია. ასე რომ, შევეშვათ შიშებს, გავუძლოთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და გავასაჯაროოთ “შავი ფული”, რომელიც სწორედ ასეთ ზეწოლებს ემსახურება. საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა. გუშინ ჩვენ 9 აპრილი აღვნიშნეთ და ქართულ საზოგადოებას, მითუმეტეს ახალგაზრდებს, სისხლი იმისთვის არ დაუღვრიათ, რომ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ისევ თავიდან დასაცავი გახდეს, ვისგან ეს უკვე სხვა საკითხია, მთავარია, რომ ის ჩვენს ქვეყანაში დასაცავი არ უნდა გახდეს”, - განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, თუ საქართველო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიიღებს, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. კითხვაზე: „შარშან მკაფიოდ განაცხადეთ, რომ თუ რომელიმე დეპუტატი კანონპროექტს მხარს დაუჭერდა, დასანქცირდებოდა. რატომ იკავებთ თავს მსგავსი გზავნილისგან ახლა?“, მილერმა უპასუხა: „ნათლად ვაცხადებთ, რომ შეშფოთებული ვართ ამ კანონპროექტით“.

„რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ, თუ ის წინ წავა, განაგრძეთ თვალყურის დევნება. დღეს ვერაფერს განვაცხადებ“, - აღნიშნა მილერმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს