სანდრო რაქვიაშვილი - ჩვეულებრივი ინფორმაციული ომია, აქედან „გამჭვირვალობა, გამჭვირვალობა“, იქიდან „რუსული, რუსული“ - არავის აწყობს დეტალური განხილვა

„ქოცები“ და „ნაცები“ უარს ამბობენ შინაარსობრივ დისკუსიაზე და მიდის სიტყვების რახარუხი - ხან „პლაკატებით“ ბრძოლა ჩნდება, ხან „პოსტებით“ - ჩვეულებრივი ინფორმაციული ომია, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის შინაარსობრივი განხილვა არც მმართველი გუნდისთვის არის ხელსაყრელი და არც ოპოზიციისთვის.

როგორც რაქვიაშვილი აღნიშნავს, კანონპროექტის დეტალური განხილვა რომ დაიწყოს, აღმოჩნდება, რომ ის ამერიკის წინააღმდეგ არის მიმართული.

„ჩვეულებრივი ინფორმაციული ომია, სადაც ძირითადი დაპირისპირებული მხარეები - „ქოცები“ და „ნაცები“ ფაქტობრივად, უარს ამბობენ შინაარსობრივ დისკუსიაზე და უბრალოდ, მიდის სიტყვების რახარუხი. აქედან „გამჭვირვალობა, გამჭვირვალობა“, იქიდან „რუსული, რუსული“ და ცდილობენ, თავისი ამომრჩეველი ამ პრიმიტივამდე დაიყვანონ. შინაარსობრივად არავის აწყობს დეტალური განხილვა, იმიტომ, რომ დეტალური განხილვა რომ დაიწყოს, აღმოჩნდება, რომ ეს არა გამჭვირვალობაზე, არამედ ამერიკის წინააღმდეგაა მიმართული. მეორე მხრივ, NGO-ები პოლიტიკაში არიან ჩართული და ამ ლოგიკით, მაშინ მართლა NGO-ებმა უნდა აკონტროლონ... რადგანაც არც ერთ მხარეს არ აქვს მწყობრი პოლიტიკური პოზიცია, ამ პრიმიტივზე გადადიან. შედეგად, უბრალოდ, ხან პლაკატებით ბრძოლა ჩნდება, ხან პოსტებით. ეს არაფერ შუაში არ არის დისკუსიასთან. მე მგონი, ამ ბრძოლაში „ქართულ ოცნებას“ უფრო დიდი უპირატესობა აქვს, იმიტომ, რომ მეტი რესურსი აქვს. იმედია, ოპოზიცია გადაერთვება შინაარსობრივ დისკუსიაზე, რომ ამ რესურსს არგუმენტი დაუპირისპიროს და არა ემოცია,“ - განაცხადა რაქვიაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა