თბილისი ენერჯი - სამგორის რაიონში, ქსელის რეაბილიტაციის გამო 9200 აბონენტს დროებით გაზის მიწოდება შეუწყდება

სამგორის რაიონში, ქსელის რეაბილიტაციის გამო 9200 აბონენტს დროებით გაზის მიწოდება შეუწყდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„ბუნებრივი გაზის ქსელის რეაბილიტაციის გამო, ხვალ – 11 აპრილის 12.30 სთ-დან 19:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება: ქ. წამებულის (წმ. ქეთევან დედოფლის) გამზ. 63ა, 63ბ, 65, 67, 69, სტეფანე ჭრელაშვილის ქ. 1, ჩოლოყაშვილის I კვ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 9), 2 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 11), 3 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 13), 4 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 15) 5 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 17), ჩოლოყაშვილის ქ. 57-1 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 37), 57-2 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 41), 57-3 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 35), 57-4 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 39), ჩოლოყაშვილის ქ. 1/1 (გაბრიელ სალოსის გამზ. 3), ჩოლოყაშვილის ქ. 1/2 (გაბრიელ სალოსის გამზ. 5) ჩოლოყაშვილის ქ. 1/3-ში (გაბრიელ სალოსის გამზ. 1), ჩოლოყაშვილის ქ. 1-7/1 (მიხეილ აბრამიშვილის ქ. 37), ჩოლოყაშვილის ქ. 48ა (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 48ე), ლერწმის ქ. 1-ში მდებარე შპს ,,თბილის ჰაუსი”-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ჩოლოყაშვილის II კვ-ში მდებარე კორპ. 1-ის მიმდებარედ შპს ,,ჰაუს დეველოპმენტი”-ს, ბერი გაბრიელ სალოსის მოედ. 3-ში მდებარე შპს ,,ასორტი გრუპი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ბაღდადის (რიჩარდ-ჰოლბრუკის), ნავთლუღის ქ. 10-ში მდებარე შპს ,,პრაიმ არქი”-ს საცხოვრებელი კომპლექსის, ნავთლუღის ქ. 33-ში მდებარე შპს ,,ჯი ემ თი”-ს, საექიმოს გასავალის (ვლ. ლობჟანიძის), სოლომონ დოდაშვილის, რთველაძის, ჩკალოვის, ბაღდადის (რიჩარდ ჰოლბრუკის), ჰოსპიტლის შეს-ის, სამხედრო ქალაქის, ასევე ლერწმის, მეგობრობის, წერნაკის, II, III დოლაბაურის, კაჭარავას, უჯარმის, პატარძეულის, ორთაჭალის ტურფის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის (არტურ ლაისტის ქ. 3, 5, 6, 7, 9, 11-ის კორპუსების მოსახლეობა), არტურ ლაისტის ქ. 13-ში მდებარე შპს ,,ევრომშენი 21”-ის, ლაისტის ქ. 4-ში მდებარე შპს ,,ტიფლისი”-სა და შპს ,,ორთაჭალის თაუერი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, ასევე მიმდებარედ - ნიკოლა ბაჟანის, მარჯორი უორდროპის, არტურ ლაისტის მეგობრობის, აჰმედ ჯავადის, მიხეილ აბრამიშვილის, გრიგოლ აფშინაშვილის, მეგობრობის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ-ზე, მალხაზოვის შესახვევებში, მანავის, ალექსანდრე ამილახვრის, ჩოლოყაშვილის, ორთაჭალის ტურფის მიმდებარედ, ლერწმის ქუჩის მიმდებარედ, ჩოლოყაშვილის (ახლ. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის დასაწყისი) ქუჩის მიმდებარედ – მტკვრის სანაპიროზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს – შპს ,,ძველი უბანი 2”-ს, შპს ,,ლიონს”-ს, რესტორან ,,ასტორია“-ს, ბაგა-ბაღი # 215-ს, შპს ,,თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს“, შპს ,,მონიო”-ს, ისანი-სამგორის კომპლექსურ სპორტულ ცენტრს. ასევე გაზმომარაგება შეუწყდათ - დოდაშვილის მოედანზე მდებარე გაზგასამართ სადგურ ,,ვისოლს”, ნავთლუღის ქუჩაზე - ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას, პოლიციის შენობას, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე – საცურაო აუზს ,,ოლიმპი” - შპს ,,მონიო”-ს, ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს, ჩოლოყაშვილის ქ. 48-ში - ,,ფრესკო შოპინგ ცენტრს”, შპს ,,ჯნეს 777” – რესტორანი ,,ასტორია”, #215 საბავშვო ბაგა-ბაღს, საექიმოს ქუჩაზე – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ნავთლუღის ქუჩაზე – ისანი მოლს, სუპერმარკეტ ,,კარფურს” (შპს ,,ქროსი 2”), ქ. წამებულის გამზ. 69-ში - სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსს”, ნავთლუღის ქ. 11-13-ში – შპს ,,ავერსის კლინიკა”-ს, შპს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ,,ინტელექტს”, დოდაშვილის ქუჩაზე – საკონდიტრო ,,ნარცისს”, ბაღდადის ქუჩაზე – შპს ,,რივერ ჰოლ თბილს”, ი/მ ელიზა კაპანაძეს და ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა კომერციულ-კომუნალურ ობიექტებს.

ბუნებრივი გაზი დროებით, ქსელის რეაბილიტაციის გამო გაეთიშება 9200 აბონენტს.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 11 აპრილს 19.00 სთ-დან და ეტაპობრივად დასრულდება პარასკევს 12 აპრილის - 18.00 საათზე.

„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ქსელზე რეაბილიტაციის ჩატარება აუცილებელია დედაქალაქისათვის ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და უწყვეტი მიწოდებისთვის.

გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ გაზზე მომუშავე დანადგარებს და დაიცავით უსაფრთხოების წესები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხუშრედიანი - სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნიკაციების გახსნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ  პროცესს ორივე ხელს უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2025
ექსკლუზიური შეთავაზება ევროკრედიტის პირველ მომხმარებლებს