კახა კალაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საინფორმაციო ბანერების გაკვრაზე - როგორც კი გამოვლინდებიან კონკრეტული პირები, ვინც გააკრა, კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან

კანონი მოქმედებს ამასთან დაკავშირებით, როგორც კი გამოვლინდებიან ის კონკრეტული პირები, ვინც გააკრა ეს ბანერები, დაჯარიმდებიან იქნება კანონის შესაბამისად,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საინფორმაციო ბანერების გაკვრასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ბანერების გაკვრის შემთხვევაში ჯარიმა შეეხება ნებისმიერ მხარეს.

„ცხადია, უამრავია ასეთი პლაკატი, ბანერები, ამაზე, რა თქმა უნდა, თბილისის მერია ნებართვებს არ გასცემს. მიზანმიმართულად ხდება როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, აღნიშნული ბანერების გაკვრა. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რა არის, ყველაზე დიდი უბედურება - ჩვენ ხომ გვესაუბრებიან, რომ სიტყვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი, გამოხატვის თავისუფლება და ადამიანები არ უნდა შეიზღუდონ. ნახეთ, სოციალურ ქსელში განთავსდა ბანერები, რომელიც ინფორმაციის ხასიათს შეიცავდა, რომ ადამიანებს ჰქონოდათ სრული ინფორმაცია აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, არ მოეწონათ ეს ვის ინტერესებშიც შედის, რომ აღნიშნული კანონი არ იყოს მიღებული, მაშინვე დაარეპორტეს და გააჩერეს ყველაფერი. ჩვენ გვესაუბრებიან შენიღბულები დემოკრატიით, სიტყვის თავისუფლებით და ყველაფერს აკეთებენ საწინააღმდეგოს. ეს არის ის რეალობა, რაც ქართველმა ხალხმა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია