ხის მასალის რეალიზებით დაკავებული 50-მდე კომპანიის თანამშრომლები ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

თბილისში, ფინანსთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, 50-მდე კომპანიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი, რომლებიც ხის მასალის რეალიზებით არიან დაკავებულები.

ისინი ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი ინფორმაციით, აუდიტის დეპარტამენტი გეგმავს, რომ ინდივიდუალურად ყველა კომპანიაზე საგადასახადო შემოწმების აქტი გამოსცეს და საგადასახადო მოთხოვნა მათ გაეგზავნოთ.

კერძოდ, მათი თქმით, იმის გამო, რომ მომწოდებელმა კომპანიებმა ბიუჯეტში თანხები არ გადაიხადეს, ისინი „შესაძლოა დაისაჯონ დარიცხვის გზით“, რასაც დღეს საგადასახადო კანონმდებლობა აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან აღნიშნულის განხორციელებას არ ითვალისწინებს.

„ფინანსთა სამინისტროსგან და შემოსავლების სამსახურიდან მოვითხოვთ, რომ პირველ რიგში, შეგვხდნენ და გაგვარკვიონ, რატომ აპირებენ უსაფუძვლო დარიცხვებს. კანონში, რაც არ წერია იმის განხორციელებას რატომ ცდილობენ? და არ მოხდეს არაგონივრული კანონის მიღმა დარიცხვები, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

კომპანიებმა ხის მასალა იყიდეს, რომლის რეალიზაცია შემდგომ მოახდინეს, მაგრამ მომწოდებელმა კომპანიებმა ბიუჯეტში თანხები არ გადაიხადეს და ამიტომ „თქვენ დღგ-ს ჩათვლა, რაც მიიღეს, ეს უნდა გავაუქმოთო“. გაუქმება-იძულების შემდეგ ძირითადი თანხის ამოღება... მაგალითად, 10 000 ლარი რომ დარიცხონ გადახდა მოუწევთ ჯარიმა 5 000 ლარის, საურავის და ა.შ. აქ არის დიდ თანხებზე საუბარი. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ ვართ მოსული, ამ ქმედების განხორციელებას კანონი არ ითვალისწინებს. მე ვიღაცისგან რაღაცა დღეს ვიყიდე, თანხა ბიუჯეტში, რომ არ გადაიხადა ამისთვის მე რომ დამსაჯო, ეს კანონმდებლობაში არ წერია. შემოდგომაზე ასეთი მცდელობა ერთ კომპანიასთან ჰქონდათ, გავასაჩივრეთ, დავების განხილვის საბჭომ უთხრა, რომ „არ შეიძლებაო საფუძველი არ არსებობს ამისი სამართლებრივიო, ასეთი ქმედების განხორციელებისო“. ესეც ცნობილია აუდიტის დეპარტამენტის მიერ, მაგრამ მაინც ცდილობენ, რომ ეს დარიცხვები განახორციელონ.

ზოგს სატელეფონო გზით გვაცნობეს, ზოგიერთი კომპანიის წარმომადგენლები დაიბარეს, რომ ამ გზით და მეთოდით ვაპირებთ დარიცხვებსო. სანამ დარიცხავენ და სანამ ურემი გადატრიალდება მანამდე არის გზა და გამოსავალი, რომ შევხვდეთ აგვიხსნან კანონმდებლობაში, რაც არ არის განსაზღვრული, ის რომ არ განახორციელონ.

აუდიტის დეპარტამენტში გამოიცემა მერე ინდივიდუალურად ყველა კომპანიაზე საგადასახადო შემოწმების აქტი და გამოგვეგზავნება საგადასახადო მოთხოვნა, ისინი მომზადების პროცესში არიან და ეს ჩვენთვის ცნობილია“, - განაცხადა კომპანიების წარმომადგენელმა, იურისტმა, გოდერძი არქანიამ.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს