კახა კალაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის, ყველგან დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს

ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის, ყველგან დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, - ასე გამოეხმაურა „ქართლი ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება.

კალაძის თქმით, იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია ყოველთვის დაიცავს ქვეყნის ინტერესებს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, მნიშვნელოვანი მოგებაა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ყველგან დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. ჩვენთვის უპირველესი და ამოსავალი არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა და „ქართული ოცნება“ სანამ არის ხელისუფლებაში, ყოველთვის, პირველ რიგში, რასაც გააკეთებს და რა პოლიტიკასაც გაატარებს, ეს არის ქვეყნის ინტერესების დაცვა“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება, - ამის შესახებ სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა: კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), კონვენციის პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 მუხლის (განათლების უფლება), მე-4 ოქმის მე-2 მუხლის (მიმოსვლის თავისუფლება) დარღვევას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში