თამარ გაბუნია - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მკურნალობის დაფინანსება საჭიროების მქონე ყველა მოქალაქეს შეეხება - მედიკამენტის დანიშვნისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს გენეტიკური კვლევებიც

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მკურნალობის დაფინანსება შეეხება საჭიროების მქონე საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გაბუნიას თქმით, ეს შეეხება ყველას, მიუხედავად იმისა, მას აქვს თუ არა კერძო დაზღვევა და როგორია მისი შემოსავალი.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მკურნალობის დაფინანსება შეეხება საჭიროების მქონე საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს. მიუხედავად იმისა, მას აქვს თუ არა კერძო დაზღვევა და როგორია მისი შემოსავალი. 40 000-ზე მეტი შემოსავლის მქონე პირებიც გასული წლიდან უკვე სარგებლობენ ამ კომპონენტით. რაც შეეხება გამოკვლევების ჩამონათვალს. გამოკვლევები მკურნალობის დაწყებისთვის ითვალისწინებს სისხლის ანალიზს, ასევე შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი იმიჯური გამოკვლევები - მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფია, სკანირება და ა.შ. ასევე, მედიკამენტის დანიშვნისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს გენეტიკური კვლევებიც. ამაზე მიდის აქტიური მუშაობა სპეციალისტების მიერ და ჩვენ მათ მიერ წარმოდგენილი ნუსხით გავითვალისწინებთ დაფინანსების საჭიროებას და იმას, თუ რა უნდა დაფინანსდეს”, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება ონკოპაციენტების მიმდინარე აქციებს, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ პრობლემის ერთადერთი გადაჭრის გზა არის კონსტრუქციული დიალოგი და საჭიროებების გაზიარება როგორც სამინისტროს მხრიდან, ასევე ყველა იმ სპეციალისტისა და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ვინც ჩართულია ონკოლოგიური პროგრამის პროცესში.

„ერთადერთი გადაჭრის გზა არის კონსტრუქციული დიალოგი და საჭიროებების გაზიარება როგორც სამინისტროს მხრიდან, ასევე ყველა იმ სპეციალისტისა და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ვინც ჩართულია ონკოლოგიური პროგრამის პროცესში. ეს პროცესი არის ღია. ჩვენ გვაქვს მიმდინარე კონსულტაციების რამდენიმე პლატფორმა, ამდენად, გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის ისევ კონსტრუქციული დიალოგი”, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს