ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს შესაძლებლობას ქვეყანა ჩააბაროს რუსეთს - არა რუსულ კანონს ქუთაისიდან, კი ევროპას და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი!

ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს შესაძლებლობას ქვეყანა ჩააბაროს რუსეთს. არა რუსულ კანონს ქუთაისიდან, კი ევროპას და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამოცანა არის ქართველი ხალხის კეთილდღეობა.

„ძმობის და მეგობრობის ქალაქიდან, ყველაზე ევროპული ქალაქიდან ძალიან მარტივი გზავნილი მინდა ვუთხრა საზოგადოებას - ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის ქართველი ხალხი დააპირისპიროს, დაქსაქსოს და როგორმე ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეკრული არ იყოს და ამასობაში, გუშინ ჩვენ ვნახეთ ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხი რუსთაველზე. კარგად უნდა გვესმოდეს, ჩვენი ამოცანა არის ქართველი ხალხის კეთილდღეობა, ჩვენ გვინდა, რომ ქუთაისი არ იცლებოდეს და ქუთაისელები არ გარბოდნენ ემიგრაციაში, სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირი, სწორედ ამიტომ გვინდა ევროპა, რომ ბანკები კი არ ძარცვავდნენ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ სამჯერ და ოთხჯერ ნაკლებ პროცენტში და პირობებში მოიხმარონ ადამიანებმა კონკრეტული თანხები. მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისთვის გვინდა ევროპა, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის გვინდა ევროპა და ივანიშვილი და მისი ხელისუფლება მუდმივად ცდილობს ერთ რამეს, როგორღაც იქნებ დააპირისპიროს ქართველი ხალხი, ერთად არ ვიზეიმოთ არაფერი, გამარჯვებაც კი არ გვაცადეს, გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობაც კი არ მოგვცეს, ორ დღეში ფაქტობრივად შემოიტანეს ის კანონი, რომელზეც თქვეს, რომ აღარასდროს არ შემოიტანდნენ. თქვეს, რომ ამ კანონს ჩვენ არ მივიღებთ, მაგრამ მათი სამარკო ნიშანი რა არის? - ტყუილი, ჰო და ამ ტყუილზე აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი პასუხი იყოს შესაბამისი, რაციონალური, ადეკვატური და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს შესაძლებლობას ქვეყანა ჩააბაროს რუსეთს. არა რუსულ კანონს ქუთაისიდან, კი ევროპას და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი და არ შემიძლია აქედან არ ვთქვა - თავისუფლება ნომერ პირველ პოლიტიკურ პატიმარს მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს