მამუკა მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - რატომ გვიკრძალავენ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან კონკრეტული წარმომადგენლები თუ ოფიციალური სტრუქტურები იმას, რაც დაინიცირებულია ევროკავშირში?!

რატომ ამბობენ ევროპელები საქართველოში უარს იმაზე, რატომ გვიკრძალავენ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან კონკრეტული წარმომადგენლები თუ ოფიციალური სტრუქტურები იმას, რაც ინიციირებულია ევროკავშირში, რაც მიღებულია ქვედა პალატის მიერ საფრანგეთში? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აღნიშნულით მდინარაძემ უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ არიან ევროკავშირის და მეგობარი ქვეყნების კონკრეტული წარმომადგენლები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების წინააღმდეგი საქართველოში. მისი თქმით, ევროპიდან წამოსული კრიტიკის მიზეზია ის, რომ დონორებს არ სურთ გამჟღავნდეს, რომ ისინი სასარგებლო საქმეებთან ერთად აფინანსებდნენ ექსტრემიზმს, ლგბტ პროპაგანდას, რევოლუციურ ტრენინგებს და ა.შ.

„მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე: ამაზე ძალიან მუშაობენ ის დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იძულებული გახდებიან, გამოაშკარავდეს, წარსულში, ახლა თუ მომავალში, რატომ აფინანსებდნენ კარგ საქმეებთან ერთად, ამავდროულად ექსტრემიზმს, პოლარიზაციას, "კანვასის" რევოლუციურ ტრენინგებს, ლგბტ პროპაგანდას, ისეთ გემებს, რომელიც მიდიოდა მაგალითად, ISFED-ის მიერ პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გაყალბებამდე და ამის გამოაშკარავება არავის აწყობს და ჩართულია საერთაშორისო ლობისტური ქსელი ამაში. სხვას ვერაფერს დავაბრალებთ იმას, რომ ჩვენ გვიკრძალავენ, რასაც თავად, თავიანთ ქვეყნებში და ზოგადად, ევროკავშირში იღებენ. მეტი პასუხი ამაზე არ არსებობს. სხვა პასუხი თუ არსებობს, თქვენ გვითხარით. არსებობს რაღაც, რაც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, ისრაელში, საფრანგეთში ქვედა პალატის მიერ მიღებულია, დაინიცირებულია ევროკავშირში - ოღონდ უფრო მკაცრი." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა