ჯეიკ სალივანი - აშშ-ს იმის მტკიცებულება არ აქვს, რომ ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას უწევს

აშშ-ს იმის მტკიცებულება არ აქვს, რომ ჩინეთი რუსეთს პირდაპირ სამხედრო დახმარებას უწევს, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„ჩვენ რაიმე სახის მტკიცებულებას ვერ ვხედავთ, რომ ისინი (ჩინეთი) რუსეთს პირდაპირ სამხედრო დახმარებას უწევენ“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

ამავდროულად, ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, რომ აშშ შეშფოთებულია იმის გამო, რომ ჩინეთი რუსეთს სამხედრო-სამრეწველო ბაზის გაძლიერებაში ეხმარება.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა