პაატა მანჯგალაძე - სანქციები საქართველოს არ უნდა დაუწესდეს - სანქცია უნდა დაუწესდეს პერსონალურად „ქართული ოცნების“ იმ ლიდერებს, ვინც ანტიქართულ ქმედებაში, შეთქმულებაში მონაწილეობს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ

სანქციები საქართველოს არ უნდა დაუწესდეს - სანქცია უნდა დაუწესდეს პერსონალურად “ქართული ოცნების” იმ ლიდერებს, ვინც ამ ანტიქართულ ქმედებაში, შეთქმულებაში მონაწილეობს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ შესაძლო სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს ინტერესების ღალატი იმაში მდგომარეობს, რომ როცა საქართველო მივიდა ნანატრ ევროპამდე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბიძინა ივანიშვილი ჩადგა.

“სანქციები საქართველოს არ უნდა დაუწესდეს. სანქცია უნდა დაუწესდეს პერსონალურად “ქართული ოცნების” იმ ლიდერებს, ვინც ამ ანტიქართულ ქმედებაში, შეთქმულებაში მონაწილეობს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.

საქართველოს ინტერესების ღალატი იმაში მდგომარეობს, რომ როცა საქართველო მივიდა ნანატრ ევროპამდე, ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და ევროკავშირის წევრია საქართველო, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბიძინა ივანიშვილი ჩადგა. უამრავი კითხვა იყო, რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი - ხომ ვნახეთ რატომაც დაბრუნდა? - მას არ უნდოდა საქართველო ევროპაში. მას არ უნდა ძლიერი და განვითარებული საქართველო. მას არ უნდა დასაქმებული მოქალაქეები, მას უნდა ქართველები საქართველოს გარეშე”, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს