პროფესორი მაკა ხეცურიანი - არა რუსულ კანონს! - ქართველი ერის სწრაფვა ევროპისკენ გარდაუვალია

ქართველი ხალხის მისწრაფება, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი გარდაუვალია და ერთადერთი ბარიერი, რომელიც წინ ეღობება ამ მისწრაფებას არსებული ხელისუფლებაა, - ამის შესახებ პროფესორმა მაკა ხეცურიანმა ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ხეცურიანის თქმით, გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა, რომ საზოგადოების ერთიანობა, საზოგადოების კონსოლიდაცია რუსული კანონის წინააღმდეგ იმედისმომცემია.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ წარმოვიდგენდი თუ ერთი წლის შემდეგ ევროპული მისწრაფებების მქონე ქალაქში ისევ მოგვიწევდა რუსული კანონის მიღების საშიშროების წინაშე დგომა, ისევ იგივე საკითხზე შეკრება. ერთი წლის წინანდელმა მარტის აქციებმა აშკარად ცხადყო, რომ ქართველი ხალხის მისწრაფება, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი გარდაუვალია და ერთადერთი ბარიერი, რომელიც წინ ეღობება ამ მისწრაფებას არის არსებული ხელისუფლება.

გუშინდელმა დღემაც ნათლად დაგვანახა, რომ საზოგადოების ერთიანობა, საზოგადოების კონსოლიდაცია და რაც მთავარია იმედის მომცემი მუხტი იყო აშკარა. 35 წლის განმავლობაში არცერთ 9 აპრილს არ შეკრებილა იმდენი ხალხი რუსთაველის გამზირზე, რამდენიც გუშინ, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა მიუხედავად.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისში, საქართველოს ყველაზე ევროპულ ქალაქში. მინდა გითხრათ, რომ სწორედ ცისფერყანწელთა ბედი, მატი ტრაგიზმი არის ყველაზე ნათელი დასტური , თუ რას აკეთებს რუსული ცენზურა, კონტროლი, საბჭოთა ტოტალიტარიზმი, ავტორიტარიზმი და რა შედეგამდე მიყავს ნიჭიერება და პროგრესი .

აქვე მეორე ადგილი არის პირველი საშუალო სკოლის შენობა, რომელშიც მემორიალურ დაფაზე არსებული სახელები და გვარები ყველაზე კარგად ცხადყოფს ნათელ გონებას ევროპულ კულტურასთან, ცივილიზაციასთან, პროგრესთან სინთეზში თუ რა შედეგის მოტანა შეუძლია ქვეყნის აღმშენებლობაში.

და ბოლოს, არა რუსულ კანონს! და რაც მთავარია ქართველი ერის სწრაფვა ევროპისკენ არის გარდაუვალი“, - განაცხადა ხეცურიანმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი