ხათუნა არველაძე - ქუთაისი იტყვის თავის სიტყვას - არა რუსულ კანონს, არა რუსეთს, არა რუსულ ჭაობს საქართველოში! დიახ, კი ევროპას, განვითარებას, წინსვლას და პროგრესს ჩვენს ქვეყანაში!

ქუთაისი იტყვის თავის სიტყვას - არა რუსულ კანონს, არა რუსეთს, არა რუსულ ჭაობს საქართველოში! დიახ, კი ევროპას, განვითარებას, წინსვლას და პროგრესს ჩვენს ქვეყანაში! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ხათუნა არველაძემ ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქუთაისი არის ის ქალაქი, საიდანაც ყოველთვის იწყებოდა ევროპული მოძრაობა.

„ქუთაისელებმა არაერთხელ თქვეს და იტყვიან თავის სათქმელს ამ უდიდეს გზაზე, ევროპულ გზაზე. დაასრულებენ „ქოციანობას“ საქართველოში, ისე როგორც დაასრულეს ლეკიანობა საქართველოში.

ქუთაისი არის ის ქალაქი, საიდანაც ყოველთვის იწყებოდა ევროპული მოძრაობა და დიახ, ქუთაისი იტყვის თავის სიტყვას - არა რუსულ კანონს, არა რუსეთს, არა რუსულ ჭაობს საქართველოში!

დიახ, კი ევროპას, განვითარებას, წინსვლას და პროგრესს ჩვენს ქვეყანაში!“ - განაცხადა ხათუნა არველაძემ.

ხათუნა არველაძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს