ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი - რუსეთთან ურთიერთობის გამო ჩინეთი კრიტიკას არ მიიღებს

რუსეთთან ურთიერთობის გამო ჩინეთი კრიტიკას არ მიიღებს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა განაცხადა.

„ჩინეთსა და რუსეთს უფლება აქვთ, რომ ნორმალურ ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობაში ჩაერთონ. ასეთ თანამშრომლობაში ჩარევა ან მასზე ზეწოლა არ შეიძლება და ჩინეთი კრიტიკას ან ზეწოლას არ მიიღებს“, - განაცხადა მაო ნინგმა.

მაო ნინგი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კურტ კემპბელის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, თუ რუსეთი უკრაინაში კონტროლს უფრო მეტ ტერიტორიაზე დაამყარებს, მაშინ, ეს ევროპაში ძალთა ბალანსს შეცვლის და გავლენას აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობებზეც მოახდენს.

„და ჩვენ ამას აღვიქვამთ არა მხოლოდ რუსეთის ქმედებებად, არამედ, ერთობლივ მოქმედებებად, რომელსაც მხარს ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა უჭერს“, - აღნიშნა კურტ კემპბელმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს