გურამ მაჭარაშვილი - არ არის სწორი, როდესაც აშშ-ის ელჩი ამბობს, თითქოს fara-ს კანონი “ენჯეოებზე” არ მოქმედებს

“ხალხის ძალის” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადება არ არის სწორი, როდესაც ამბობს, რომ “თითქოს fara-ს კანონი “ენჯეოებზე” არ მოქმედებს”.

მაჭარაშვილის განმარტებით, აშშ-ში რამდენიმე ათეულობით საერთაშორისო “ენჯეომ” მისწერა კონგრესს წერილი, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ როგორიც არის “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და ბევრი სხვა საერთაშორისო “ენჯეო”, შეექმნებოდათ პრობლემა fara-ს კანონის მოქმედებასთან დაკავშირებით.

“დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი თურმე იმის გამო არ უნდა იყოს მიღებული, რომ ის განსხვავდება ამერიკაში მოქმედი fara-ს კანონისგან. ანუ ამერიკაში მოქმედი fara-ს კანონი სხვა არის და საქართველოს პარლამენტში გამჭვირვალობის კანონის სხვა. იმიტომ, რომ თურმე ამერიკაში მოქმედი fara-ს კანონი ეხება მხოლოდ ლობისტებს და არა არასამთავრობო სექტორს, რაც არ არის სწორი, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, აშშ-ში რამდენიმე ათეულობით საერთაშორისო “ენჯეომ” მისწერა კონგრესს წერილი, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ როგორიც არის “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და ბევრი სხვა საერთაშორისო “ენჯეო”, შეექმნებოდათ პრობლემა fara-ს კანონის მოქმედებასთან დაკავშირებით. და თუ fara-ს კანონი არ მოქმედებს “ენჯეოებზე”, მაშინ რატომ მისწერეს ეს წერილი ამერიკაში მოქმედმა საერთაშორისო “ენჯეოებმა” კონგრესს. გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკაში არ არის იმ სახის “ენჯეოები”, როგორიც საქართველოში, იმიტომ, რომ ამერიკას ვინ გაუბედავს იმას, რომ უცხო ქვეყანამ დააფინანსოს “ენჯეო” და ფულები ისე რიცხოს, რომ ამერიკამ არ იცოდეს იმ ჩარიცხული ფულით “ენჯეო” როგორ მოქმედებს. ეს ხომ წარმოუდგენელია. ამიტომ, ეს არ არის სწორი, როდესაც [აშშ-ის] ელჩი ამბობს, რომ თითქოს fara-ს კანონი “ენჯეოებზე” არ მოქმედებს”, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია