„გორბი” - პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა, „ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი“ - 12.6%-ს, „ლელო“ - 4.7%-ს

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა.

კითხვაზე „პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ - ალოკაციის შემდეგ პასუხები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 60.4%

„ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი“ - 12.6%

„ლელო“ - 4.7%

„ევროპული საქართველო“ - 4.5%

„საქართველოსთვის“ - 3.7%

„გირჩი მეტი თავისუფლება-დროა“ - 3%

„ახალი“ - 1.6%

„ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ - 1,4%

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 0.9%

„მოქალაქეები“ - 0.6%

„ლეიბორისტული პარტია“ - 0.6%

„სხვა და არა-ალოცირებული“ - 6%

ამასთან, ტელეკომპოანია „იმედი“ გამარტავს, რომ პარტია „ახალი“ ოფიციალურად დაფუძნდა მას შემდეგ, რაც საველე სამუშაოები უკვე დაწყებული იყო, შესაბამისად ეს პარტია კითხვის პასუხებში არ იყო მითითებული. შედეგები, რომელიც წარმოდგენილია ამ პარტიის შესახებ, ეფუძნება რესპონდენტების მიერ სპონტანურად გაცემულ პასუხებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩაატარა.

11-18 მარტს, ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 1711 რესპონდენტი, რომლის 68.4 %, ანუ 1170 სავარაუდო ამომრჩეველია.

ეს მაჩვენებელი, სავარაუდო ხმის მიცემის 2 შეკითხვაზე გაცემულ პასუხებსა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ხმის მიცემის თვით გაცხადებული ისტორიის მიხედვით გამოვლინდა.

ცდომილების ზღვარი: +/- 3%

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის