ილია დარჩიაშვილი - საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ევროპული ინტეგრაცია იყოს შეუქცევადი პროცესი - ელჩებისგან მივიღეთ კონკრეტული მხარდამჭერი გზავნილები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) დელეგაციის წევრებს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.

როგორც მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ელჩები დეტალურად იყვნენ ინფორმირებულები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ახორციელებს რეფორმებს.

დარჩიაშვილის თქმით, მთავრობამ ელჩებისგან მხარდამჭერი გზავნილები მიიღო.

„უმნიშვნელოვანესი საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა ელჩებისთვის გაეზიარებინა საქართველოს მთავრობის ხედვა, ის ვალდებულებები და განსახორციელებელი რეფორმები, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს.

ელჩები დეტალურად იყვნენ ინფორმირებულები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ახორციელებს ამ რეფორმებს. რეფორმების დღის წესრიგი ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ევროპული ინტეგრაცია იყოს შეუქცევადი პროცესი და ჩვენ მივიღოთ კიდევ უფრო მეტი ხელშესახები შედეგები.

ელჩებისგან მივიღეთ კონკრეტული მხარდამჭერი გზავნილები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება