კახა კალაძე - ვინც სპორტის პოლიტიზებას ახერხებს, რადიკალური ჯგუფებია, ყველანი სახელებითა და გვარებით ვიცით - ჩემს განცხადებას საზოგადოების კრიტიკა არ მოჰყოლია, კრიტიკა იყო რადიკალების მხრიდან

ისინი, ვინც სპორტის პოლიტიზებას ახერხებს, ძირითადად, რადიკალური ჯგუფები არიან - ჩემს განცხადებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა არ მოჰყოლია, ეს კრიტიკა იყო რადიკალების მხრიდან, ვინც ქვეყნის მტერია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ამით ის გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც მის განცხადებას მოჰყვა, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა “ნაცია”.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ადამიანები, რომლებიც თავიანთ აზრს აფიქსირებდნენ, ადრე შეიძლება სამსახურიდან გაეგდოთ და მათ შორის, ფეხბურთისთვისაც ჩამოეშორებინათ, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” ეს დრო წარსულს ჩააბარა.

“ის, ვინც სპორტის პოლიტიზებას ახერხებს, ძირითადად, რადიკალური ჯგუფები არიან. ყველანი სახელებითა და გვარებით ვიცით. მათ ერთი პატრონი ჰყავთ და ერთი ფრთის ქვეშ არიან. მსგავსი ადამიანები ამ ქვეყანაში სიმშვიდეს, განვითარებას, გამარჯვებას ეწინააღმდეგებიან. არცერთ მტერს არაფერი გამოუვა. ქვეყანაში მშვიდობა იქნება, არანაირი მეორე ფრონტი არ გაიხსნება.

როინ ქოჩორაშვილის სტატუსთან დაკავშირებით დღეს უკვე გავაკეთე კომენტარი და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ არიან დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ, რომ სპორტი, ფეხბურთი როგორმე პოლიტიკაში შემოიყვანონ. ჩემს განცხადებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა არ მოჰყოლია. ეს კრიტიკა იყო რადიკალების მხრიდან, ვინც ქვეყნის მტერია.

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თავისი აზრი დააფიქსიროს. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებოდნენ. ისინი თავის დროზე შეიძლება სამსახურიდან გაეგდოთ და მათ შორის, ფეხბურთისთვისაც ჩამოეშორებინათ. შესაძლოა, მათი ოჯახის წევრებისთვის ეკეთებინათ მძიმე რაღაცები, ვიღაც დაეჭირათ.

მე მინდა ბიჭებს გამარჯვება ვუსურვო, მათ წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ელით ევროპის ჩემპიონატზე და დარწმუნებული ვარ, ყველას ვაჩვენებთ, რომ საქართველო იქ შემთხვევით არ მოხვედრილა”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში