სენატორი ბენ კარდინი - პუტინის სტილის კანონი - დავუკავშირდი მათ ელჩს, რათა გადამეცა შეშფოთება, რომ ამან ნამდვილად შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაზე

"პუტინის სტილის" კანონი - ასე აფასებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს სენატორი ბენ კარდინი.

მისი თქმით, შეშფოთების შესახებ, ოფიციალური შეტყობინება მან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩსაც გადასცა.

მან მადლობა გადაუხადა სენატორ შაჰინს, რომელმაც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.

„სენატორო შაჰინ, გმადლობთ, რომ ისაუბრეთ საქართველოს მცდელობებზე, მიიღოს რუსული სტილის, პუტინის სტილის კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ. ჩვენ ძალიან ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და მის სწორ გზაზე მოძრაობას. ეს რა თქმა უნდა, არასწორი გზით მოძრაობაა და ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ... მე დავუკავშირდი მათ ელჩს, რათა მათთვის გადამეცა ჩემი შეშფოთება იმაზე, რომ ამან ნამდვილად შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს მოძრაობასა და ევროპაში ინტეგრაციაზე", - განაცხადა სენტორმა ბენ კარდინმა, რომლის განცხადების თარგმანსაც "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე "შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" 2025 წლის ბიუჯეტს განიხილავენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე