თბილისის მერია - „მასტერ ლიგის“ მეექვსე სეზონს წელს ყველაზე მეტი - 12 000 მონაწილე ჰყავს

„მასტერ ლიგის“ მეექვსე სეზონის პირველმა გათამაშებამ სტარტი აიღო. ტურნირში, რომელიც თბილისის მერიის დაფინანსებით მიმდინარეობს, წელს 91 გუნდი მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურნირის პირველ გათამაშებაში დედაქალაქის მერი კახა კალაძე მონაწილეობს.

თბილისის მერის თქმით, პროექტის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

„მასტერ ლიგის“ ტურნირი 7x7-ზე იწყება, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავაფუძნეთ. მისასალმებელია, რომ ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუნდების და მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა იზრდება. ძალიან მიხარია, რომ მეც მაქვს შესაძლებლობა, ამ ტურნირში მონაწილეობა მივიღო.

მინდა ყველა მონაწილე გუნდს, ახალგაზრდებს მადლობა გადავუხადო ამ ჩართულობისთვის. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არის მნიშვნელოვანი. მსგავსი პროექტები კი, ამას ხელს უწყობს. ეს დამოკიდებულება გვექნება მომავალშიც და დარწმუნებული ვარ, ეს ტურნირი კიდევ უფრო პოპულარული გახდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, პროექტში ჯამში, დაახლოებით, 12 000 ადამიანია ჩართული. ტურნირი შედგება სამი ლიგისგან - უმაღლესი ლიგა, მეორე ლიგა და მესამე ლიგა. ხოლო მესამე ლიგა სამ ჯგუფად არის დაყოფილი. ასევე, თამაშები რეგულარული პრინციპით იმართება აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს ლიგებში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს