ეკა გიგაური - კანონი დასავლური რომ იყოს, მთელი დასავლეთი არ იტყოდა, რომ რუსულია - დღესაც არასამთავრობო სექტორის მუშაობა 11 კანონით რეგულირდება, მათგან  3 ფინანსურ გამჭვირვალობას არეგულირებს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოსა და ევროკავშირს შორის რუსული კედელია - ეს რომ დასავლური კანონი იყოს, მთელი დასავლეთი არ იტყოდა, რომ რუსულია, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, საქართველომ სხვა ქვეყნის გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს, რადგან რუსეთშიც თავდაპირველად მსგავსი კანონი მიიღეს და იქ არავინაა ისეთი, ვისაც კორუფციაზე, ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე ლაპარაკი შეუძლია.

ეკა გიგაურის თქმით, ხელისუფლებას არა მხოლოდ იმ ანგარიშების გამოთხოვა შეუძლია, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები მათ ფინანსებთან დაკავშირებით ავსებენ, არამედ მათ ოფისებში შემოსვლა და შემოწმებაც კი.

„ყველაფერი რასაც ვავსებთ, ყველა ჩვენი ანგარიში, გადასახადი, რაც საგადასახადოსა და ფინანსთა სამინისტროში არის, აიღონ და გამოაქვეყნონ. ეს პრობლემა საერთოდ არ არის. "ქართული ოცნების" მიზანი სწორედ არის ის, რომ ჩვენ დავსხდეთ და იმ თემაზე ვილაპარაკოთ, რომელიც პრობლემა არ არის. ჩვენ სხვა ქვეყნის გამოცდილებას უნდა შევხედოთ. ასე დაიწყო თავის დროზე რუსეთმაც დღეს აღარავინაა რუსეთში ისეთი, ვისაც კორუფციაზე, ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე ლაპარაკი შეუძლია.

მერე აღმოჩნდა, რომ კონკრეტული ორგანიზაციები არის პრობლემა. მათ წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ პროცესში ჩართულ არასამთავრობოებს „ქართული ოცნება“ მტრად აღიქვამს. რა უნდა გაუკეთონ ამ ადამიანებს? მათ წინააღმდეგ უნდა დაიწყონ კამპანიები და ხალხს დააჯერონ, რომ რაღაცას მალავენ მაშინ, როდესაც, რეალურად, არაფერს არ მალავენ. ეს რომ დასავლური კანონი იყოს, მთელი დასავლეთი არ იტყოდა, რომ ის რუსულია.

დღეს არასამთავრობო სექტორის მუშაობა 11 კანონით რეგულირდება. აქედან 3 კანონია, რომელიც ფინანსურ გამჭვირვალობას არეგულირებს. ხელისუფლებას არა მხოლოდ იმ ანგარიშების გამოთხოვა შეუძლია, რომლებსაც ჩვენ ვარჩევთ, არამედ ჩვენს ოფისებში შემოსვლა და შემოწმებაც.

საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების ახალ ეტაპზე ვერ გადავა თუ ამ კანონს მიიღებენ. ეს კანონი საქართველოსა და ევროკავშირს შორის რუსული კედელია“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება