სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ანგარიში - სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება 9 ნაბიჯის შესასრულებლად - „რუსული კანონის“ მიღების მცდელობა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უხერგავს

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს „რუსული კანონის“ მიღების მცდელობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უხერგავს, - ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ლიდერობით მომზადებულ პირველ შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც აფასებს, თუ რა გაკეთდა ევროკავშირის მიერ გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად მიცემული 9 ნაბიჯის შესასრულებლად.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა სერიოზული ქმედებები 9 ნაბიჯის შესასრულებლად.

„7 ნაბიჯი ჯერ კიდევ შესასრულებელია. უმნიშვნელო პროგრესია მეორე - ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესების და მეშვიდე - ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნაბიჯების თვალსაზრისით. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსული კანონის მიღების მცდელობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უხერგავს. ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი შესრულება კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ამ პროცესის მონიტორინგს გააგრძელებენ, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს”, - ნათქვამია ანგარიშში.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდს წარმოადგენენ ორგანიზაციები: „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS), „რონდელის ფონდი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიიის საერთაშორისო საზოგადოება“, „სასამართლოს გუშაგი“, ’სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციტივა“, „საფარი“.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს