ბათუმი ევროპის საუკეთესო მიმართულებების ოცეულშია

სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations 2024 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულებებს ასახელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუკეთესო ოცეულში ევროპის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილებთან ერთად ბათუმიც მოხვდა. საუკეთესო ევროპული ტურისტული მიმართულებები მსოფლიოს 172 ქვეყნიდან მილიონზე მეტმა ადამიანმა European Best Destinations-ის პლატფორმის საშუალებით შეარჩია.

„ბათუმი ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს შორისაა, დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი უფრო მეტად საოცარი, ამაღელვებელი, ხელმისაწვდომი და ეგზოტიკურია. ბათუმში ისტორია თანამედროვეობას ერწყმის, აქ, აჭარის რეგიონში, აღმოაჩენთ ხელუხლებელ ბუნებას. აქ შეგიძლიათ სანაპიროზე დღეები გაატაროთ, აქაურობა საინტერესოა ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის. აჭარაში კარგად დაისვენებთ ოჯახთან, მეგობრებთან ერთად. აქ გელოდებათ რომანტიკული დღეები. აჭარაში დააგემოვნებთ რეგიონის გემრიელ კერძებს. ბათუმი მოგზაურობის სენსორია, ეს უნიკალური და დაუვიწყარია ადგილია მთელ მსოფლიოში“,-წერს European Best Destinations ბათუმის შესახებ.

პლატფორმაზე აღწერილია აჭარის კლიმატი, ბუნება, მაღალმთიანი აჭარა, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ძველი ბათუმის არქიტექტურა და ქალაქის ცხოვრების სტილი.

„ბათუმი მრავალფეროვანი კულტურისა და რელიგიის სახლია, აქ მართლმადიდებლური, კათოლიკური და სომხური ეკლესიები, მეჩეთები და სინაგოგები საუკუნეებია ჰარმონიულად არსებობენ, კარგი იქნება თუ ამ ცხოვრების წესს მივბაძავთ. ბათუმში ზღვისა და მთების ულამაზესი პეიზაჟებია, აჭარაში აღმოაჩენთ უძველეს კულტურულ ძეგლებს, მონასტრებს, შუა საუკუნეების თაღოვან ხიდებს, ულამაზეს ტბებს და სოფლებს, სადაც შენარჩუნებულია ავთენტურობა, თქვენ აქ დროში იმოგზაურებთ“,-წერს European Best Destinations.

https://www.europeanbestdestinations.com/european-best-destinations-2024/

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის