ნინო თანდილაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების ევროპის მწვანე შეთანხმების განყოფილების ხელმძღვანელს ადამ ცვეჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო თანდილაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ევროპის მწვანე შეთანხმების (European green deal) განყოფილების ხელმძღვანელს, ადამ ცვეჩს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.

ინფორმაციის თანახმად, მინისტრის პირველმა მოადგილემ საკანონმდებლო სფეროში ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრა და ყურადღება გარემოზე ზემოქმედების შეფასების (EIA) და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (SEA) სისტემის გაუმჯობესებაზე გაამახვილა.

„საუბარი შეეხო „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების მნიშვნელობის საკითხს, ასევე, საქართველოს განახლებული, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტს (NDC) და 2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგიას.

ადამ ცვეჩის განცხადებით, საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული ვალდებულებების შესრულების კუთხით თვალსაჩინო პროგრესი აქვს; შესაბამისად, ენერგეტიკული გაერთიანება მზადაა, ხელი შეუწყოს საქართველოს კლიმატის ცვლილებისა და, ზოგადად, გარემოს დაცვის სფეროში არსებული რეგულაციების ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესს.

ენერგეტიკული გაერთიანება საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მთავარ მიზანს წევრ ქვეყნებში გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესება, ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა წარმოადგენს. ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველო 2017 წლის 1 ივლისს გაწევრიანდა.

შეხვედრას ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს