ხატია დეკანოიძე - როცა ყველა პარტნიორი გვეუბნება, რომ ეს კანონი არ ვარგა და მხოლოდ რუსეთის ხელისუფლება გვაქებს, აქ ივანიშვილის ძალიან სწორხაზოვანი პოლიტიკა ჩანს - ქვეყანა ჩაეფლოს რუსულ ჭაობში

როცა ყველა პარტნიორი გვეუბნება იმას, რომ ეს კანონი არ ვარგა და შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან, საქართველომ შეიძლება საბოლოოდ დახუროს ეს ფანჯარა და მხოლოდ პესკოვი და რუსეთის ხელისუფლება გვაქებს, მაშინ აქ ბიძინა ივანიშვილის ძალიან სწორხაზოვანი პოლიტიკა ჩანს - ქვეყანა ჩაეფლოს რუსულ ჭაობში, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო გახლიჩოს რუსული კანონის მიღებით, რომელიც ასევე არის მთავარი დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში.

"გუშინდელ შეხვედრაზე, პრაქტიკულად, ყველა ელჩმა თქვა, რომ ის კანონმდებლობა, რომელიც შემოტანილია საქართველოს პარლამენტში, ვგულისხმობ ე.წ. რუსულ კანონს, ცალსახად შეუთავსებელია ევროკავშირთან და საქართველოს ევროინტეგრაციის ფორმულასთან, რომლის შესრულებაზეც ყველას ერთად უნდა გვეზრუნა. ცალსახად ითქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს ე.წ რუსულ კანონს, საქართველოს შეიძლება აღარც გაეხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან ინტეგრაციის კონტექსტში.

ახლა არათუ 9 დათქმაზეა საუბარი, რომლიდანაც არცერთი არ შესრულებულა, საუბარია იმაზე ზოგადად საქართველო რა კურსს აირჩევს. ახლა არის გზაგასაყარი. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს სჭირდება დაქუცმაცება, ზიზღის მორევში ჩათრევა ამ ქვეყნის, იარლიყების მიწებება სპორტსმენებზე, ხელოვანებზე, საზოგადოების ფრაგმენტიზაცია. მას არ სჭირდება ერთიანი საქართველო, სწორედ ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი, რომელიც არის რუსული კანონმდებლობის მიღება. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში რაიმე დათქმა შეიძლება კიდევ შესრულდეს, ეს არის ზედმეტი ამ ვითარებაში.

ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო გახლიჩოს რუსული კანონის მიღებით, რომელიც ასევე არის მთავარი დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში.

როცა ყველა პარტნიორი გვეუბნება იმას, რომ ეს კანონი არ ვარგა და შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან, საქართველომ შეიძლება საბოლოოდ დახუროს ეს ფანჯარა და მხოლოდ პესკოვი და რუსეთის ხელისუფლება გვაქებს, მაშინ აქ ბიძინა ივანიშვილის ძალიან სწორხაზოვანი პოლიტიკა ჩანს - ქვეყანა ჩაეფლოს რუსულ ჭაობში, ქვეყანა იყოს ზიზღის მორევში ჩართული და არ ჰქონდეს ევროკავშირის მიმართულებით პერსპექტივა"- განაცხადა დეკანოიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო