მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის წარმომადგენლის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის დატოვებაზე - უპასუხისმგებლობაა, საბოტაჟია ცესკოს წინააღმდეგ

კომისიაში არიან პროფესორები, სამართლის და სხვა სფეროების დოქტორები, იმ ხალხმა რატომ არ დატოვეს? კანონის კითხვა არ იციან? სალომე ზურაბიშვილმა და მისმა წარმომადგენელმა იციან კანონის კითხვა და სხვამ არ იცის? - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლის, ლევან შენგელიას მიერ, საკუთარი მონაწილეობა შეჩერებას.

მისივე თქმით, ეს ცესკოს წინააღმდეგ „უპასუხისმგებლობა და საბოტაჟია“.

„უპასუხისმგებლობაა, საბოტაჟია ცესკოს წინააღმდეგ. ეს საბოტაჟის გაგრძელებაა, ახალი დაწყებული კი არაა. კომისიაში არიან პროფესორები, სამართლის და სხვა სფეროების დოქტორები, იმ ხალხმა რატომ არ დატოვეს? კანონის კითხვა არ იციან? სალომე ზურაბიშვილმა და მისმა წარმომადგენელმა იციან კანონის კითხვა და სხვამ არ იცის? რატომ არ დატოვა პროტესტის ნიშნად? ესე იგი საბოტაჟია. ეს არის რეალური მიზეზი, მეტი არაფერი. ცესკოს როგორ ებრძოდნენ? ლეგიტიმაციის პროცესში რა კითხვაც უნდა დასვან და იყოს ეს სიცრუის ნარატივი, ერთ-ერთი გაგრძელება, რასაც ცესკოსთან მიმართებით იკადრებენ და რაც უნდა ეკადრებინათ, შავი ფულით მათ შორის, რის გარკვეულ პრევენციასაც ვახდენთ ახლა სხვა რაღაცებთან ერთად, ამის ლუსტრაციაა. პრეზიდენტის წარმომადგენელი რომ ტოვებს, ეს არის ლუსტრაცია იმისა, რომ ესენი არიან ცესკოს საბოტაჟით დაკავებულები“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ლევან შენგელიამ საკუთარი მონაწილეობა შეაჩერა.

როგორც ლევან შენგელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ეს გადაწყვეტილება ერთგვარი სოლიდარობის ნიშანია იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი წევრების მიმართ, რომელთა ინიციატივაც კომისიამ არ გაითვალისწინა.

როგორც შენგელიამ აღნიშნა, მესამე სექტორის ორ წარმომადგენელს გუშინდელ სხდომაზე ჰქონდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ისინი სამუშაო პროცესში როგორც კომისიის წევრები, მუშაობას შეაჩერებდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება