მამუკა მდინარაძე - ცალ ფეხზე არ უნდა ვიდგეთ, ამ მიდგომამ ერთხელ გაამართლა, რომ ცალ ფეხზე არ დავდექით და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ

ცალ ფეხზე არ უნდა ვიდგეთ, ამ მიდგომამ ერთხელ გაამართლა, რომ ცალ ფეხზე არ დავდექით და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, -ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ლიდერობით მომზადებულ პირველ შუალედურ ანგარიშს გამოეხმაურა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველომ უნდა შეძლოს, რომ თანაბრად, სწორად ელაპარაკოს პარტნიორებს, "ვიდგეთ ორ ფეხზე მყარად და თავი არავის წავაქცევინოთ არანაირი მიმართულებით".

„ისინი იბრძვიან „შავი ფულისთვის“, იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველომ ქვეყნის შიგნით გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად ვერ მიიღოს. ეს დეტალები კი არ არის საინტერესო, ჩვენ რა პრინციპის რეალიზების წინაშე ვართ ახლა იცით? საქართველო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას თუ მიაღებინებენ. აი, ასე დგას საკითხი. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის, 60%-ზე მეტი ადამიანის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლება შეძლებს თუ არა, რომ მან მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც სწორად მიაჩნია და რაც სწორია, რაც არის მიღებული აშშ-ში, ევროკავშირში, საფრანგეთში, რა გადაწყვეტილებებიც მიიღება და პროცესშია, ამას ახლა ჩვენ ეს ქვეყანა დამოუკიდებლად შეძლებს თუ ვერა. გვეტყვიან და არ გავაკეთებთ, თუ გვეტყვიან და მაინც გავაკეთებთ. ეს სიჯიუტეს კი არ ნიშნავს, ეს ნიშნავს პრინციპულობას და ეროვნულ თავმოყვარეობას.

ცალ ფეხზე არ უნდა ვიდგეთ, ამ მიდგომამ ერთხელ გაამართლა, რომ ცალ ფეხზე არ დავდექით და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ორ ფეხზე დავდექით მყარად და ამ ხალხს, ვიღაც- ვიღაცებს უნდათ, რომ ცალ ფეხზე ვიდგეთ. თითს რომ დაგვიქნევენ, არც გიხსნიან რატომ არ ვარგა. უბრალოდ, იმან და ამან თქვა. კი ბატონო, მეგობარმა, პარტნიორმა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, თვითონ რომ აქვს ქვეყანაში და რომ გეუბნებიან, მე კი მაქვს, მაგრამ შენ არ უნდა მიიღო, რადგან ევროპას დაგაშორებს და რატომ? ამაზე პასუხი არ არის. ეს არის შეურაცხმყოფელი. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ქვეშევრდომივით კი არ ვილაპარაკოთ. როგორც იქნა გაბედა ამ ქვეყანამ, რომ ქვეშევრდომივით არ ლაპარაკობს. ჩვენ უნდა შევძლოთ თანაბრად, სწორად ველაპარაკოთ ჩვენს პარტნიორებს, ვიდგეთ ორ ფეხზე მყარად და თავი არავის წავაქცევინოთ არანაირი მიმართულებიდან. შესაბამისად, ჩვენს პარტნიორებსაც მოვუწოდებთ და ვთხოვთ, ნუ დაგვიშლით იმას, რაც თქვენთან ინიცირებულია ან მოქმედებს. ეს არის სწორი პარტნიორული და მეგობრული დამოკიდებულება“,-განაცხადა მდინარაძემ.

მისი განცხადებით, სიმართლის თქმის გაბედვა და გამჭვირვალობა ანტიევროპული არ არის.

„ეს ქვეყანა ბედავს, რომ მეგობრებს, პარტნიორებს ეკამათება მიუხედავად იმისა, რა ზომის და გავლენის არ უნდა იყოს ეს ქვეყანა თუ მეგობარი. ეს ძალიან კარგია, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ეროვნულ თავმოყვარეობის ხარისხს მაღლა სწევს. ვიღაცებს ეს ანტიევროპულად მიაჩნიათ, რას ჰქვია თანაბრად ელაპარაკები შენ ევროპელს ან ამერიკელსო, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი. „მოყვარეს პირში უძრახე“, თუკი რამე არ მოგვწონს, უნდა გავუბედოთ და ვუთხრათ. ჩვენ მოგვწონს მათი გვერდში დგომა. პარტნიორული დამოკიდებულება“,- განაცხადა მდინარაძემ.

კითხვას, როგორ ასრულებს ხელისუფლება 9 დათქმას, მდინარაძე პასუხობს: „კარგად”.

„ყველა პუნქტთან დაკავშირებით, თუ რამეს არ შევასრულებთ, გვექნება ახსნა”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება შეფასებებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი 9 პუნქტს ეწინააღმდეგება, მდინარაძე ამბობს, რომ “კრიტიკას უნდა ჰქონდეს საფუძველი”.

„გვესმის კრიტიკა, საფუძველს არ ასახელებენ. გვითხრან, 9 დათქმის ნაწილში რომელ პუნქტს ეწინააღმდეგება დაინიცირებული კანონპროექტი და გავცემთ პასუხს”,- განაცხადა მდინარაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა