ლუკასის მეღვინეობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

2013 წლიდან ღვინის მწარმოებელი ბუტიკური მარანი ,,ლუკასი“, რომელიც განსაკუთრებული ხარისხის, ლიმიტირებული რაოდენობის ღვინოს აწარმოებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ ღვინის წარმოებისას გამოიყენება მხოლოდ შერჩეული, საუკეთესო ყურძენი, რომლის ხარისხი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა.

ექსკლუზიური თვისებების მისაღებად ღვინო ფრანგულ მუხის კასრებში ძველდება, რაც განსაკუთრებულ გემოვნურ მახასიათებლებს ანიჭებს.

ლუკასის მეღვინეობა აწარმოებს მხოლოდ ერთი სახეობის ღვინოს საფერავს სახით და სწორედ ამ სახეობის ექსპორტს კომპანია ევროპის და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.

2020 წლიდან კომპანიამ პროდუქციის დივერსიფიკაცია მოახდინა და გახდა საქართველოში ისტორიული შამპანურის სახლის Louis Roederer-ს და ასევე Billecart-Salmon შამპანურის ექსკლუზიური იმპორტიორი. ხოლო 2023 წლიდან კომპანია მექსიკური ტეკილას სახლის Clase Azul-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მივესალმებით ლუკასის მეღვინეობას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ღვინის წარმოება, მისი პოპულარიზაცია და ექსპორტი მსოფლიოს გარშემო ეს ყველასთვის ცნობილია. ლუკასის მეღვინეობა ორიენტირებულია საფერავის წარმოებაზე და ასევე, საკმაოდ მსხვილი ბრენდების იმპორტიორია საქართველოში. მივესალმებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ზოგადად ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით ეფექტიანი და ორმხრივად სასარგებლო იქნება“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს