გენერალური პროკურორის მოადგილემ და პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სამუშაო შეხვედრა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა გახსნა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სქესობრივი დანაშაულების, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე ისაუბრა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე შენგელიამ და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლონდა ბიჭიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის, სქესობრივი დანაშაულის, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის, ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმიანობის, აქტუალური საკითხების და გამოწვევების შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, აქტუალურ საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე ერთგვაროვანი პრაქტიკისა და დაზარალებულზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობას. ასევე, დისკუსია შეეხო სისხლის სამართლის საქმეთა საპროცესო ხელმძღვანელობის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და ერთგვაროვანი მიდგომების დანერგვის მნიშვნელობას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს