ლაშა ფარულავა - სტუდენტური თვითმმართველობების ლიდერებო, ნუ წამოეგებით ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ 30 ვერცხლს! - სტუდენტობა მუდამ იყო, არის და იქნება ეროვნული იდეის - ევროინტეგრაციის მხარდამჭერი

ჩვენი სტუდენტობა მუდამ იყო, არის და იქნება ეროვნული იდეის - ევროინტეგრაციის მხარდამჭერი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, „ივანიშვილის პარტია სტუდენტურ თვითმმართველობებს რუსულ კანონის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, მაგრამ არ მგონია, რომ რამე გამოუვიდეთ!“

„ჩვენი სტუდენტობა მუდამ იყო, არის და იქნება ეროვნული იდეის - ევროინტეგრაციის მხარდამჭერი! ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის პარტია სტუდენტურ თვითმმართველობებს რუსულ კანონს აცნობს და მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, მაგრამ არა მგონია რამე გამოუვიდეთ! თუმცა, საუნივერსიტეტო სივრცეში არსებობს ხელისუფლების მიერ პოლიტიკურად ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც სტუდენტური თვითმმართველობის სახელით ვიცნობთ.

არადა, თვითმმართველობები უნივერსიტეტებში აბსოლუტურად სხვა მიზნითა და ამოცანით შეიქმნა. 2006 წელს, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტური თვითმმართველობა, როგორც წარმომადგენლობითი ორგანო, ბოლონიის პროცესის რეფორმის ფარგლებში ჩამოყალიბდა. ცხადია, ევროინტეგრაციის თვალსაზრისით ეს იყო საეტაპო მნიშვნელობის რეფორმა, ვინაიდან ქართველ ახალგაზრდებს ამის შემდგომ გაეხსნათ გზა ევროპულ სასწავლებლებში, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ქართული სახელმწიფო.

მობილობის სტუდენტური პროგრამით ახლა უამრავი ახალგაზრდა სარგებლობს, თუმცა, ქართული ოცნების მიერ უკან შემობრუნებული რუსული კანონი, ამ მნიშვნელოვან პროგრესსაც კი რისკის ქვეშ აყენებს და ევროპისკენ მიმავალ გზას გვიღობავს. სტუდენტური თვითმმართველობების ლიდერებო, ნუ წამოეგებით ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ 30 ვერცხლს!“ - წერს ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს