შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია ხვდება, რომ მათი ტყუილი მართალი სიტყვით მარცხდება და რა თქმა უნდა, ამ მართალ სიტყვას ებრძვიან - ეს ეპიკური ბრძოლაა

ოპოზიცია ხვდება, რომ მათი ტყუილი მართალი სიტყვით მარცხდება და რა თქმა უნდა, ამ მართალ სიტყვას ებრძვიან. ეს ეპიკური ბრძოლაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საინფორმაციო ბანერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა ხედავს, რომ ერთ მუშტად შეიკრა ის ძალები, რომლებიც მართალ სიტყვას დეზინფორმაციითა და ტყუილით ებრძვიან.

„სიტყვას და სიმართლეს აქვს ყველაზე დიდი ძალა. ისინი ხვდებიან, რომ მათი ტყუილი მართალი სიტყვით მარცხდება და რა თქმა უნდა, ამ მართალ სიტყვას ებრძვიან. ეს ეპიკური ბრძოლაა. ეს არ არის ისტორიაში პირველად, როდესაც მართალ სიტყვას ებრძვიან. ახლა ჩვენი საზოგადოება სწორედ ამას ხედავს, რომ ერთ მუშტად შეიკრა ის ძალები, რომლებიც დეზინფორმაციით, ტყუილით ებრძვიან მართალ სიტყვას. მათ შორის, სულ ახლახან რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია Fact Check, რომელიც მილიონობით უცხოურ დაფინანსებას იღებს იმისათვის, რომ ვითომ გადაამოწმოს სიმართლე და ტყუილი, განასხვაოს საზოგადოებამ ტყუილი და სიმართლე, თავად სოციალურ მედიაში ასპონსორებს ტყუილს. ამ დონეზე არის მისული ასეთი საქმიანობა. მართალ სიტყვას ყველაზე დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე. იციან, რომ ეს გავლენა არის და ებრძვიან მართალ სიტყვას,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება