საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს ესპანეთის დეპუტატთა პალატაში მოუსმინეს

ესპანეთის დეპუტატთა პალატის (კონგრესის) ევროკავშირის შერეული კომიტეტის სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას და დელეგაციის ხელმძღვანელს ნიკოლოზ სამხარაძეს მოუსმინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბრის ძირითად თემებს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და ამ მხრივ მიღწეული პროგრესი.

„ქართული დელეგაციის წევრებმა ესპანელ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკურ გარემოსა და დაგეგმილ სტრატეგიულ პროექტებზე, რომელიც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. მათ შორის, ხაზი გაესვა წყალქვეშა კაბელის და ანაკლიის პროექტების განხორციელების მნიშვნელობას“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„შეხვედრა გვქონდა დეპუტატთა პალატაში ევროკავშირის შერეულ კომიტეტთან, რომლის წევრები როგორც სენატორები, ასევე დეპუტატთა პალატის წევრები არიან. შეხვედრაზე, განხილვის მთავარი საკითხი იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ პროგრესის შესახებ, რომელიც 9 პუნქტთან დაკავშირებით გვაქვს და ვთხოვეთ მხარდაჭერა, რომ წლის ბოლოს ესპანეთმა მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნას", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პრესსამსახურის ცნობით, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე; ესპანეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება