თინა ბოკუჩავა - „ქართულ ოცნებაში“ ალბათ, თავის დაწყნარებას ცდილობენ - ფაქტია, რომ მოქალაქეების უმრავლესობას არჩეული აქვს ცვლილებები

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ფაქტია, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას არჩეული აქვს ცვლილებები. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის ამ ცვლილებების მოტანის საუკეთესო შესაძლებლობა. აღნიშნული განცხადებით დეპუტატი „გორბის“ კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

„ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილი უყურებდეს იმ პროცენტს და ციფრებს, რომლებიც ღიად აჩვენებს, რომ მისი 12-წლიანი მმართველობის განმავლობაში საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე გაზრდილი ფასების და უმუშევრობის გამო იძულებით ემიგრაციაში მიდის, ისინი თავიანთი დაწერილი მანიპულირებული ციფრებით და პროპაგანდირებით არიან დაკავებულები, რომლითაც ალბათ, მხოლოდ თავის დაწყნარებას ცდილობენ. ფაქტია, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას არჩეული აქვს ცვლილებები და ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ამ ცვლილებების მოტანის საუკეთესო შესაძლებლობა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია