შალვა პაპუაშვილი - თუ ხარ უცხოური ორგანიზაცია და საქართველოში აფინანსებ ჯგუფებს, რომლებიც, მათ შორის, ჩართული არიან პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, კეთილი ინებე და იყავი ისეთივე გამჭვირვალე, როგორიც არიან საჯარო უწყებები ქვეყანაში

თუ ხარ უცხოური ორგანიზაცია და საქართველოში აფინანსებ ჯგუფებს, რომლებიც, მათ შორის, ჩართული არიან პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, კეთილი ინებე და იყავი ისეთივე გამჭვირვალე, როგორიც არიან საჯარო უწყებები საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, გამჭვირვალე უნდა იყოს იმ უცხოური ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც საქართველოში აფინანსებენ ჯგუფებს, ვინც, მათ შორის, პოლიტიკის ჩამოყალიბებაშია ჩართული.

„დისკუსია გადაიყვანო სლოგანებში და არ შეხვიდე შინაარსში – ეს არის „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოკითხული ყველაზე მარტივი მეთოდი. პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით, სპეცსამსახურების მეთოდით როგორ ხდება საინფორმაციო შტურმი ქართულ საზოგადოებაზე. შარშან ეს ყველამ დაინახა, ქართულმა საზოგადოებმა ეს კბილი უკვე მოიცვალა და, რა თქმა უნდა, ყველა უყურებს შინაარსს. შინაარსი კი არის მარტივი. თუ ხარ უცხოური ორგანიზაცია და საქართველოში აფინანსებ ჯგუფებს, რომლებიც, მათ შორის, ჩართული არიან პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, კეთილი ინებე და იყავი ისეთივე გამჭვირვალე, როგორიც არიან საჯარო უწყებები საქართველოში. არ შეიძლება, არსებობდეს უფრო დაბალი სტანდარტი უცხოური დაფინანსებისთვის, ვიდრე ქართული საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და ქართული ბიუჯეტისთვისაა. ჩვენ ვითხოვთ, ამოვიდეს უცხოური დაფინანსება იმ დონეზე, როგორ მაღალ დონეზეც არის საჯარო უწყებების გამჭვირვალობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება