ჯაბა სამუშიამ თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია საერთაშორისო კონფერენციას - ქართული „ბალავარიანი“ - ბიზანტიური - „ვარლაამისა და იოასაფის ისტორია“ დაესწრო, რომელიც თსუ-ში გაიმართა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენცია „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის" მიერ დაფინანსებული პროექტის - „ვარლაამ და იოასაფის ისტორიის ქართულ და ბერძნულ რედაქციათა ურთიერთმიმართება" - ფარგლებში ჩატარდა.

„ღონისძიებაზე ქართველ მეცნიერებთან ერთად მკვლევრები საფრანგეთიდან, იტალიიდან, შვედეთიდან, ავსტრიიდან და სხვა ქვეყნიდან ორი დღის განმავლობაში წაიკითხავენ მოხსენებებს საკითხით დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს თსუ რექტორი ჯაბა სამუშია მიესალმა, მადლობა გადაუხადა უცხოელ მონაწილეებს კონფერენციის თემით დაინტერესებისთვის და ქართული მასალის ასეთი სიღრმისეული ცოდნისთვის. ასევე, ისაუბრა მსოფლიო ლიტერატურაში „ბალავარიანის“ მნიშვნელობაზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საკვლევი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, როგორც ლიტერატურული, ისე ისტორიული თვალსაზრისით. „ბალავარიანი“ ,შუა საუკუნეებში, პოპულარობით აღემატებოდა მაშინდელი მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს. თსუ პროფესორის ელგუჯა ხინთიბიძის ხელმძღვანელობით, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური კვლევა ქართულ და ბერძნულ რედაქციათა ურთიერთმიმართების თვალსაზრისით, გამოიკვეთა საინტერესო საკითხები და არის მნიშვნელოვანი შედეგები,“ - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

თსუ-ს ცნობით, საერთაშორისო კონფერენციაზე რექტორმა გამოთქვა ინიციატივა, რომ ექვთიმე ათონელის - ქართველთა განმანათლებლის ათასი წლისთავი 2025 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამორჩეულად აღინიშნოს.

„კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა წარმოადგინეს მოხსენებები „ბალავარიანის“ ტექსტის ისტორიულ-ლიტერატურულ მნიშვნელობაზე, არსებულ თარგმანებზე, ბერძნული და ქართული ვერსიების ურთიერთმიმართების ზოგიერთ საკითხზე.

ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი არიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში