ილია დარჩიაშვილი - გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხელს ვერ შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას - მთავარი საზრუნავია თემატურ მსჯელობაში შესვლა პარტნიორებთან, რათა მიიღონ ზუსტი და არა სხვისგან მოსმენილი ინფორმაცია

საქართველო ძალიან აქტიურად და თანმიმდევრულად ახორციელებს ყველა იმ სავალდებულო რეფორმას, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი შეთანხმების ფორმატში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ საუბრისას.

მინისტრის თქმით, საქართველოს რეკომენდაციების შესრულებისთვის აქვს ძალიან ცალსახა სამოქმედო გეგმა.

„ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რა თქმა უნდა, გაუზიარებს ინფორმაციას გერმანელ კოლეგას იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც გაატარა ჩვენმა ხელისუფლებამ, საქართველოს პარლამენტმა, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები და ყველა ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი",-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველო თანმიმდევრულად მიუყვება იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც შეიქმნა და რომელთან მიმართებაშიც ქვეყანა მუშაობს ევროკომისიასთან.

„ჩვენ ვისაუბრებთ, ერთი მხრივ, უკვე გატარებულ უმნიშვნელოვანეს რეფორმებზე და, მეორე მხრივ, ვისაუბრებთ იმ სამოქმედო გეგმის შემდგომ შესრულებაზე, რომელიც რა თქმა უნდა, ითვალისწინებს რეფორმების დღის წესრიგის შემდგომ იმპლემენტაციას",-აღნიშნა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზეც ისაუბრა.

მისი თქმით, კანონი არანაირი ფორმით არ უკავშირდება ევროინტეგრაციას და ეს არ უნდა იქცეს განხილვის საგნად.

"გამჭვირვალობის შესახებ კანონი ფიზიკურად ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, რადგან სწორედ გამჭვირვალობა წარმოადგენს ევროპული ინტეგრაციის მთავარი ქვაკუთხედს",-განაცხადა დარჩიაშვილმა.

როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია დამოკიდებულია იმ რეფორმების დღის წესრიგზე, რომელიც შეთანხმებულია რეკომენდაციების შესაბამისად, და რომელსაც საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს.

„ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა ნაკისრ ვალდებულებას. საქართველო აუცილებლად გადავა შემდეგ უმნიშვნელოვანეს ფაზაში და ეს არის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა",-დასძინა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი ის მთავარი ღირებულება, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახთან აახლოვებს. შესაბამისად, გაუგებარია ნებისმიერი სხვა არგუმენტი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის გამჭვირვალობასთან.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავია თემატურ მსჯელობაში შესვლა პარტნიორებთან, „რათა მათ მიიღონ ზუსტი და არა სხვისგან მოსმენილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ეს კანონი". როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, კანონის მთავარი აქცენტი და გზავნილი არის ის, რომ „ყველა უნდა იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის წინაშე".

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება