ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენ ნატო-ს წევრობის კრიტერიუმები დაკმაყოფილებული გვაქვს და ველოდებით მათ გადაწყვეტილებას გაფართოებაზე

ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს მადრიდის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში, თემაზე: „ნატო-ს 75-ე წლისთავი, გაფართოება რუსეთის საფრთხის ქვეშ".

კონფერენცია ეძღვნებოდა ნატო-ს დაარსების 75-ე წლისთავს და მის სამომავლო გაფართოებას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ სწორედ, საქართველო იქნება ნატო-ს შემდეგი ახალი წევრი სახელმწიფო.

„საქართველო დღეს უკვე არის მზად, რომ გახდეს ნატო-ს წევრი, რადგან საქართველოს თავდაცვის ძალებს არ აქვს ნატოსთან თავსებადობის პრობლემა.

საქართველო თავისი დემოკრატიული რეფორმებით და პროგრესით დღეს უსწრებს ნატო-ს არაერთ სახელმწიფოს და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ნატო-ს წევრობის კრიტერიუმები დაკმაყოფილებული გვაქვს და ველოდებით მათ გადაწყვეტილებას გაფართოებაზე", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში იმყოფება, სადაც შეხვედრებს მართავს ესპანეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე და ესპანეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება