ილია დარჩიაშვილი - გერმანია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მხარდამჭერია, ირაკლი კობახიძის ვიზიტიდან გვაქვს მოლოდინები, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორმხრივი თანამშრომლობა

გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტიდან გვაქვს მოლოდინები, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორმხრივი თანამშრომლობა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიაში განაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პირველი ოფიციალური ორმხრივი ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა.

ირაკლი კობახიძეს ექნება უმნიშვნელოვანესი შეხვედრები უმაღლეს დონეზე. პირველი შეხვედრა იქნება კანცლერ შოლცთან, რომელიც არის ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის. ჩვენ ხშირად გვსმენია მისი ძალიან ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები. სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ბერლინში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩამობრძანდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტით. ვიზიტიდან გვაქვს მოლოდინები, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა. გერმანია არის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ბევრი მიმართულებით და მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებითაც. ვფიქრობ, ეს იქნება ახალი იმპულსი ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ამ თანამშრომლობას", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება