მაკა ბოჭორიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის "მომავალ ლიდერთა ჰაბის" წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის „მომავალ ლიდერთა ჰაბის" 30-მდე წარმომადგენელს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდებთან შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა საქართველო -ევროკავშირის ურთიერთობები, თანამშრომლობის ისტორია და მიმართულებები, ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორია მიმოიხილა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე და ასევე, არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, საქართველოსთვის ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბერის გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობაზე და კანდიდატის სტატუსის მინიჭებით შექმნილ ახალ პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დისკუსიის ფარგლებში, ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს