ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლება მეორედ ცდილობს, ერთი და იგივე კარტი გაათამაშოს, მაგრამ არ გამოუვათ - „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე კი არ გადავა, საქართველოს მოსახლეობისაგან ცხვირში მუშტს მიიღებს

საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლების წარმომადგენლების თავის ტომოგრაფიულ სურათს ვითხოვთ, გამჭვირვალედ რომ დავინახოთ, თავში ტვინი შემორჩათ თუ არა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ „ქოცებად“ და „ნაცებად“ დაყოფილი, დაპირისპირებული საზოგადოების პირობებში მომავალ არჩევნებზე „გადარჩება“, მაგრამ ასე ვერ იქნება.

როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის საკრებულოში ამ მომენტშიც „გარიგებულები არიან“ და თუ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ორივე 50%-ს მიღმა დარჩება, „რეპეტიცია აქვთ გავლილი იმისთვის, რომ კოალიციაც შექმნან“.

„ეს ტყუილებში დაკარგული, გადამგდები ხელისუფლება უკვე მეორედ რომ ცდილობს ერთი და იგივე კარტი გაათამაშოს, მაინც არ გამოუვათ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომზადებულები არიან, როგორც სოციალურ ქსელში, ისე პლაკატებით, რომლებსაც გარეთ აკრავენ.

„ქოცებად“ და „ნაცებად“ დაყოფა არის ერთადერთი გზა, რომლის შესახებაც ბიძინა ივანიშვილმა იცის. მას ჰგონია, რომ ასეთი დაპირისპირებული საზოგადოების პირობებში მომავალ არჩევნებში გადარჩება, მაგრამ ასე ვერ მოხდება. ამის ფონზე, ახლაც კი, ზუგდიდის საკრებულოში „ნაცები“ და „ქოცები გარიგებულები არიან და საკრებულოში ჩვენი პარტიის წევრს ერთად უცხადებენ იმპიჩმენტს. კარგი რეპეტიცია აქვთ გავლილი იმისთვის, რომ არჩევნების შემდეგ, თუ ორივე 50%-ს მიღმა დარჩა, ერთ კარგ კოალიციასაც შექმნიან.

„ქართული ოცნება“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე კი არ გადავა, საქართველოს მოსახლეობისაგან ცხვირში მუშტს მიიღებს. ჩვენი მთავარი იარაღი, მათ სისულელეებზე საპასუხოდ, არჩევნებია. ხელისუფლებაში მყოფი ხალხი გამჭვირვალობას ვინმეს რომ სთხოვს, სამარცხვინოა. საქართველოს მოქალაქეები მათი თავის ტომოგრაფიულ სურათს ვითხოვთ, გამჭვირვალედ რომ დავინახოთ, თავში ტვინი შემორჩათ თუ არა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება