ჯოზეფ ბორელი - მხოლოდ სიტყვები პუტინს ვერ გააჩერებს, მეტი სამხედრო დახმარება უნდა გავცეთ - გაბედულ გადაწყვეტილებებს ველი

ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან უკრაინის დასახმარებლად “გაბედულ გადაწყვეტილებებს” ველი. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“გუშინ რუსეთმა კიდევ ერთი დარტყმა მიიტანა უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმებით მისი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მხოლოდ სიტყვები პუტინს ვერ გააჩერებს. მეტი სამხედრო დახმარება უნდა გავცეთ. დღეს, 22 აპრილის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს მივწერე.

უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება უნდა დავაჩქაროთ და გავაფართოოთ. უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები უნდა მივაწოდოთ, რათა რუსული რაკეტები ჩამოაგდონ, ქალაქები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაიცვან. უკრაინას “ხმელეთი-ჰაერი” სარაკეტო კომპლექსები სჭირდება. მიწოდებები ცვლილებას შეიტანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის…

გაბედულ გადაწყვეტილებებს ველი 22 აპრილის ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების დმიტრო კულებასთან და რუსტემ უმეროვთან საერთო შეხვედრაზე. ევროკავშირი უკრაინას ყველაფერს მიაწვდის, რაც საჭირო იქნება”, - წერს ბორელი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს