ადვოკატი - ნავთობპროდუქტის კვალი რომ იყო ლაზარე გრიგორიადისის ტანსაცმელზე, ამას არ გამოვრიცხავთ, თუმცა, პირი, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილს“ ისვრის, წვავს შსს-ს ავტომობილს, არაფრით დასტურდება, რომ გრიგორიადისია

ნავთობპროდუქტის კვალი რომ ზოგადად არის და იყო ლაზარე გრიგორიადისის ტანსაცმელზე, ამას არ გამოვრიცხავთ, - ამის შესახებ ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქმეში მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებებია, რომელი გრიგორიადისის ბრალეულობას არ ადასტურებს.

„პროკურატურა არის ბრალდების მხარე და ლოგიკურია რომ ამბობს, რომ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება ლაზარე გრიგორიადისის ბრალეულობა. დაცვის მხარე დეტალურად და არგუმენტირებულად ვამბობთ, რომ საქმეში მხოლოდ პოლიციელების მტკიცებულებებია წარმოდგენილი, ნავთობპროდუქტის კვალი, რომ ზოგადად არის და იყო ლაზარე გრიგორიადისის ტანსაცმელზე, ამას არ გამოვრიცხავთ, განმარტეს ექსპერტებმაც, როცა ჩვენ დავუსვით შეკითხვები - „რომ ნავთობპროდუქტის კვალი ამ შემთხვევაში თუ იქნებოდა სხვა მოქალაქის ტანსაცმელზე?“ - რაზეც ყველა ექსპერტმა განმარტა, რომ კი, იმიტომ, რომ ნავთობპროდუქტის კვალი ჰაერშიც დარჩებოდა, აქედან გამომდინარე, ლაზარე გრიგორიადისის ტანსაცმელზე რომ იყო ნავთობპროდუქტების კვალი ეს არაფერს არ ცვლის.

რაც შეეხება ვიდეოკადრებს, კონკრეტულად რომ ეს პირი არის ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილს" ისვრის, რომელიც წვავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ ავტომობილს, არაფრით დასტურდება და იდენტიფიცირება არ მომხდარა. ლაზარე, წესით, განაჩენის გამოცხადებას დაესწრება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენთვის უცნობია, მისი დისკრეციაა, როგორც კი განაჩენი გამოცხადდება და, რა თქმა უნდა თუ ეს იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, ჩვენ როგორც ადვოკატები, ისე ლაზარეს დედა მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადების შესატანად და განაჩენის დასაბუთებას არ დაველოდებით”, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია