ადვოკატის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით ოჯახი პრეზიდენტ ზურაბიშვილს დღესვე მიმართავს

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე მსჯავრდადებულის, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღესვე მიმართავს. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განუცხადა.

ლიკა ბითაძე დაუსაბუთებელსა და სამარცხვინოს უწოდებს მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა.

„დაცვის მხარემ ბოლო განცხადებებში არაერთხელ განმარტა, რომ გამამართლებელი განაჩენი არ დადგებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ეს მოლოდინი, რა თქმა უნდა, გვქონდა, თუმცა 9 წელს ნამდვილად არ ველოდით იმიტომ, რომ 7 წლიდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა და 9 წელი ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად მკაცრი განაჩენია.

187-ე მუხლი ითვალისწინებდა 4-წლიდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ მძიმე დაზიანებას. 353-ე მუხლმა მთლიანად შთანთქა 187-ე მუხლი და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფაში განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება ჩვენს ქმედებებს, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. ასევე, ჩვენ მზად გვაქვს განცხადება, რომ შეწყალების თხოვნით მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს. მოლოდინებზე ვერ გეტყვით, ეს მისი დისკრეციაა.

გარდა ამისა, რაც შეეხება განაჩენს, დასაბუთებულ განაჩენს არ ველოდებით იმიტომ, რომ ეს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და სამარცხვინო განაჩენი“, - განაცხადა ბითაძემ.

ცნობისთვის, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრლადებულ ლაზარე გრიგორიადისს თბილსიის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ინფორმაციით,ლაზარე გრიგორიადისმა 2023 წლის 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, გრიგორიადისმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. 7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს