საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად არის წარმოდგენილი კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და მიღებული შედეგები.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა! ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვა ჩვენს ისტორიულ მიზანთან. ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 10-წლიანი საიუბილეო თარიღით და სიახლეებით ხვდება. სახელწოდებაში მომხმარებლის უფლების ნაწილის დამატება უფრო ზუსტად ასახავს სააგენტოს მისიას და მის ძირითად ამოცანებს. შიდა რეფორმის ფარგლებში შეცვლილი ორგანიზაციული სტრუქტურა კი უფრო მოქნილი გახდა ახალ ფუნქციებთან და სტატუსთან მიმართებაში.

2023 წელს, სააგენტომ 8 მოკვლევის საქმე დახურა, გამორჩეული იყო 3 შეთანხმებული ქმედების (კარტელი) თემა - საწვავის, ფარმაციის და ონლაინ ბილეთების ბაზარზე. სამივე საქმეში დარღვევა იქნა დადგენილი. მოკვლევის 2 საქმეში სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მიმართ რეკომენდაციები გაიცა, ერთ საქმეში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დადასტურდა, ერთ საქმეში კი დომინანტობის ბოროტად გამოყენება არ იქნა დადგენილი.

გასული წლის მონიტორინგებიდან გამორჩეული იყო საბანკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის ბაზრის შეფასება, სადაც სააგენტოს შეფასებით კონკურენციის შეზღუდვის გარკვეული რისკები იქნა დანახული. შესაბამისად, მარეგულირებლის მიმართ 6 რეკომენდაციაც გაიცა, რადგან ბაზარი უფრო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გახდეს.

მუდმივი რეჟიმით მიმდინარეობს კომპანიების კონცენტრაციების ეფექტური კონტროლი. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების საფუძველზე კვარტალურად მოწმდება განხორციელებული კონცენტრაციები და შეუტყობინებლობის შემთხვევაში შესაბამისი წარმოება იწყება. 2023 წელს 9 კონცენტრაციაზე გავეცით თანხმობა.

პირველი ქეისი შედგა დემპინგის მიმართულებით, შესწავლის დაწყების შემდეგ იმპორტიორმა ფასების კორექტირება უზრუნველყო, რაც ადგილობრივი ინდუსტრიის მხრიდან სამართლიანად ჩაითვალა და შესწავლაც შეწყდა. კანონმდებლობამ პირველი ტესტი საკმაოდ კარგად გაიარა.

აქტიური და შედეგიანია მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით საქმიანობა, მომხმარებელი გრძნობს, რომ მოვაჭრესთან მიმართებაში მარტო არ არის და დარღვევის შემთხვევაში მოგვმართავს“, - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააგენტოს თავმჯდომარის განცხადების მიხედვით, სააგენტო საქმიანობის 10 წელს ითვლის. 2014-2023 წლებში, დასრულდა 49 მოკვლევის საქმე, 13 მონიტორინგი და 32 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. სააგენტომ 100 სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია გასცა სახელმწიფო ხელისუფლების/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი, ეკონომიკური აგენტებისადმი. მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 500 000 ლარამდე პირდაპირი სარგებელი მიიღეს მომხმარებლებმა. დაჯარიმდა 11 მოვაჭრე.

წლიური ანგარიშის დოკუმენტი ვრცლად: https://gcca.gov.ge/uploads_script/news/tmp/phpbnxSYX.pdf

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს