გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი - ოკუპანტებმა წლის დასაწყისიდან უკრაინაში 1000-მდე რაკეტა, 2 800 დრონი და 7 000-მდე მართვადი ბომბი გაუშვეს - პუტინის და ჰიტლერის რეჟიმებს ერთნაირი ტოქსიკური დნმ აქვთ

რუსმა ოკუპანტებმა წლის დასაწყისიდან უკრაინაში 1 000-მდე რაკეტა, დაახლოებით 2 800 დრონი და 7 000-მდე მართვადი ბომბი გაუშვეს, - ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერგეი კისლიცამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტების სამიზნეები, ძირითადად სამოქალაქო და არა სამხედრო ობიექტები იყო.

„რუსული რაკეტების, დრონების და მართვადი ბომბების მხოლოდ 3% მოხვდა სამხედრო სამიზნეებს, ხოლო 97% - სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, - აღნიშნა მან.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიამ უკრაინაში დაადასტურა, რომ გასულ თვეში 604 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა, რაც 20%-ით მეტია თებერვალთან შედარებით. დაჭრილებსა და დაღუპულებს შორის 57 ბავშვია.

„მაშინაც კი, თუ პუტინის და ჰიტლერის რეჟიმები იდენტური ტყუპები არ არიან, მათ ერთნაირი ტოქსიკური დნმ აქვთ. ოთხმოცი წლის წინ, დაშოშმინებაზე დახარჯულმა თითქმის ათწლეულმა მსოფლიო ომი გამოიწვია. ახალი აგრესორის დაშოშმინების მცდელობამ, რომელსაც ჩვენ 2014 წლიდან 2022 წლამდე ვხედავდით, გამოიწვია ფართომასშტაბიანი ომი ევროპის კონტინენტზე“, - აღნიშნა სერგეი კისლიცამ.

მისი თქმით, საჭიროა სოლიდარობა უკრაინის მიმართ, ნულოვანი ტოლერანტობა რუსული დანაშაულების მიმართ და გაერო-ს წესდებაზე დაფუძნებული მშვიდობის ხედვა.

„პირველი სამშვიდობო სამიტი 15-16 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება და ჩვენ ვიწვევთ ყველა პასუხისმგებლობიან ქვეყანას მონაწილეობა მიიღონ და წვლილი შეიტანონ უკრაინისა და მსოფლიოსთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფაში“, - აღნიშნა დიპლომატმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია