ლაზარე გრიგორიადისის დედა - მჯერა, რომ პრეზიდენტი ლაზარეს შეიწყალებს

მარტის აქციებზე დაკავებული, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დედას, თამთა კალანდაძეს სჯერა, რომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მის შვილს შეიწყალებს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართეს.

„დღეს ვიმყოფებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ჩვენ მივმართავთ მას ლაზარეს შეწყალების თაობაზე. როგორ იმოქმედებს პრეზიდენტი, მე ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ მჯერა, რომ ის ლაზარეს შეიწყალებს“, - განაცხადა თამთა კალანდაძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ლაზარე გრიგორიადის შესაძლო შეწყალების თაობაზე რაიმე მინიშნება, დედამ უპასუხა, რომ არაფერი ყოფილა.

„ჩვენ კომუნიკაცია არ გვქონია, უბრალოდ, მას ეს საკითხი მიაწოდეს და ინფორმირებულია“, - განაცხადა თამთა კალანდაძემ.

მან აღნიშნა, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ელოდა.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს