ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა - თუ საქართველოში ლაზარეს გამამართლებელი განაჩენი არ დადგა, ალბათ, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ

საქართველოში თუ არ დადგა ლაზარეს გამამართლებელი განაჩენი, მერე სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ, - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ გია კალანდაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა.

მისი შეფასებით, თუ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს არ შეიწყალებს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„ყველანაირ გზას მივმართავთ, რაც ჩვენ გვეკუთვნის. დღეს აქ ვართ, პრეზიდენტის სასახლეში, შევიტანთ განცხადებას, რომ ლაზარე შეიწყალოს. არანაირი საფუძველი და არანაირი გამამტყუნებელი საბუთი არ ჰქონდა დღეს სასამართლოს და რაც ეს პროცესი მიმდინარეობს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ლაზარეს შეიწყალებს. ყველანაირ გზას მივყვებით, გავასაჩივრებთ, თუ სალომე ზურაბიშვილმა არ შეიწყალა ლაზარე.

საქართველოში თუ არ დადგა ლაზარეს გამამართლებელი განაჩენი, მერე, ალბათ, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ“, - განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ გია კალანდაძემ.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში დამნაშავედ ცნო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება